თბილისის, ქართულ-ამერიკულ სკოლაში სოციალური პროექტი - „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ განხორციელდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტი ეფუძნება სკოლის მისიას - მოსწავლეებში ჰუმანიზმის, ემპათიის, თანაგრძნობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ესთეტიკის კათედრის პედაგოგებთან ერთად საახალწლო თემატიკაზე დეკორაციები, სუვენირები, ჩანახატები, აპლიკაციები, სათამაშოები და სამკაულები შექმნეს.
შექმნილ ნამუშევრებს სასკოლო სივრცეში გაეცნენ და დაიწყო მზადება საქვემოქმედო აქციისათვის.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, პროექტის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების აქტიური ჩართულობის შედეგად შეგროვდა შემოწირულობა, რომელიც გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
„ქართულ-ამერიკული სკოლა ტრადიციულად მიიღებს მონაწილეობას მსგავსი სახის სოციალურ პროექტებში, როგორც სკოლის, ასევე მის ფარგლებს გარეთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად