ვირუსების გავრცელების გამო, იანვარში გორის საბავშვო ბაღებში გაცდენები საპატიო იქნება
09-01-2019

2019 წლის იანვრის თვეში გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თავისუფალი დასწრება იქნება. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მშობლებს, ბავშვების გაცდენების შემთხვევაში, ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ დასჭირდებათ.

„ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, იანვრის თვეში სააღმზრდელო პროცესზე დასწრება თავისუფალია. იანვარში გაცდენილი დღეებისთვის ჯანმრთელობის ცნობის წარდგენა არ არის საჭირო“, - აცხადებს ლია კოვზიაშვილი. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

15 იანვრამდე თავისუფალი დასწრებაა გამოცხადებული რუსთავის ბაგა-ბაღებშიც.

რაც შეეხება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივებას, როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღმზრდელობითი პროცესი ჩვეულებრივ 14 იანვრიდან განახლდება.

ასევე იხილეთ: რუსთავის საბავშვო ბაღებში 6 490 აღსაზრდელიდან 249 ბავშვი გამოცხადდა - მიზეზი სავარაუდოდ გრიპის ვირუსია

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203