დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში ჩატარდა
09-01-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათელა მეგენეიშვილის ხელმძღვანელობით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩაატარეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თამაშში ხალისით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
თამაშის ბოლოს მოსწავლეები, რომლებმაც შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს, დასაჩუქრდნენ. იხილეთ ფოტოები