საქობოს სკოლის მე-6ა კლასში ვიქტორინა ''სიტყვების თამაში'' ჩატარდა.
ვიქტორინის მიზანი სწრაფი აზროვნების განვითარება და სიტყვათა მარაგის გამდიდრება იყო.
მოსწავლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - ასახელებდნენ სიტყვაში ასოების რაოდენობას და იძლეოდნენ მინიშნებებს.
ვიქტორინის ბოლოს გამარჯვებულიც გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა მესამე გუნდი, რომლის კაპიტანი გიორგი ჯიხარიძე იყო.
იხილეთ ფოტოები