ჩვენს თანამედროვე, უაღრესად სწრაფად ცვალებად დროში საგანმანათლებლო დაწესებულება დიდ როლს ასრულებს. იგი ვალდებულია ქვეყანას პატრიოტი, ამაღლებული სულის, ადამიანის მოყვარული, სიკეთისა და სიყვარულის თანამოზიარე მომავალი თაობა აღუზარდოს. ამიტომ, ცხადია, სკოლის დირექტორები, როგორც ლიდერები, ყოველდღიურად ახალ პრობლემებს ვაწყდებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროფესიონალური მომზადება აღნიშნული გამოწვევების დაძლევაში გვეხმარება.
მეტის ნახვა

მე, როგორც სკოლის ლიდერი, 2004 წლიდან სორმონის საჯარო სკოლის ერთიანი, მეგობრული, მიზანდასახული და საკუთარი პროფესიისადმი უსაზღვროდ შეყვარებული სასკოლო საზოგადოების მეთაური გახლავართ. ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რა უნდა გავაკეთო ახალი, კრეატიული და საინტერესო ჩემი მეორე ოჯახისათვის. რა მოვიმოქმედო სკოლის ავტორიტეტის ასამაღლებლად; როგორ განვახორციელო დასახული მიზნები.
ჩემი შინაგანი ძალა ყოველთვის მეხმარებოდა მემუშავა ისე, როგორც არასდროს! აქედან გამომდინარე, ყოველთვის მახსოვს, რომ ვიყო:
- მოტივირებული
- სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის მხარდამჭერი
- თანაბრად მზრუნველი ყველასათვის
- კომუნიკაბელური
ეს ყველაფერი ძალიან მაძლიერებს და მეხმარება ფუნქციების დელეგირებაში.
„მე მიყვარს ჩემი სკოლა სიცოცხლეზე მეტად“