ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მიღწევები
15-09-2016

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა წარმატებებით ხვდება ახალ სასწავლო წელს.

გასული წლის კურსდამთავრებულებიდან თოთხმეტმა  წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. ხუთმა  მოიპოვა გრანტი და რვამ - სახელმწიფო დაფინანსება. 

წელს სკოლიდან ორი მოსწავლე გაემგზავრება ინგლისში. სკოლას ასევე ჰყავს "კინგსის“, ისტორიის, ქიმიის ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები.

სპორტული გუნდი, რომელიც მონაწილეობას იღებდა კვარიათში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, დაჯილდოვდა ,,კოკა-კოლას“ თასით.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის საჯარო სკოლის ოცდაოთხი მასწავლებლიდან ათი სერტიფიცირებულია. წელს ორმა მასწავლებელმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა.  

სკოლა ყველა მოსწავლეს, სტუდენტს, მასწავლებელსა და განათლების გულშემატკივარს ულოცავს ახალ სასწავლო წელს და წარმატებებს უსურვებს მათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203