H1N1 ტიპის ვირუსის პიკმა გადაიარა - ექიმები
12-01-2019

ბოლო დღეების მსგავსად, ექიმები დღესაც აღნიშნავენ, რომ ვირუსის პიკმა უკვე გადაიარა და  H1N1-ით სულ უფრო ნაკლები ადამიანი ავადდება. 

მათი თქმით, სამედიცინო დაწესებულებები ისევ გადატვირთულია, მაგრამ მოქალაქეებს ძირითადად სეზონური გრიპი უფიქსირდებათ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, 10 ათასობით მოქალაქემ H1N1 ტიპის ვირუსი გართულების გარეშე გადაიტანა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, ვირუსის დადასტურების შემთხვევაში, გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება და ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უფასოა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203