აკეთის სკოლის მასწავლებლის პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ინფორმაციული იყო
14-02-2017

აკეთის სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

პრეზენტაცია ისტორიის მასწავლებელმა ლეილა გოგელიამ მოამზადა. ღონისძიებაზე მუსიკალურად  გაფორმებული ვიდეო აჩვენეს.

პრეზენტაციაზე პარალელები გაავლეს თანამედროვეობასთან და სურვილი გამოთქვეს, რომ საქართველოს მალე მოევლინოს დავითის მსგავსი პიროვნება, რომელიც ქვეყნის გამთლიანება-გაერთიანებას შეძლებს.

როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, მათთვის პრეზენტაცია ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და ბევრისმომცემი იყო. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203