მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს შესაძლებლობას აძლევს, საკლასო შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლების საკითხებთან დაკავშირებით ვებინარის თემა თავად აირჩიონ.
ცენტრის ინფორმაციით, უახლოესი ვებინარი (ინტერაქტიული ონლაინ პრეზენტაცია) თებერვლის დასაწყისში ჩატარდება.
„საკლასო შეფასებასა და დიფერენცირებულ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხებიდან, რომელ თემაზე გსურთ ვებინარის მოსმენა?
იმისათვის, რომ ვებინარის თემა მასწავლებლებისთვის საინტერესო და სასარგებლო საკითხს ეხებოდეს, მნიშვნელოვანია, თავად მასწავლებელთა მოსაზრებების გათვალისწინება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადახვიდეთ მოცემულ ფორმაზე და მიუთითოთ თქვენთვის სასურველი თემა.
უახლოესი ვებინარი თებერვლის დასაწყისში ჩატარდება“, - ნათქვამია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვებინარის თემის ასარჩევად გადადით ბმულზე