„საქართველოს კუთხეები“ - თბილისის N104 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
18-01-2019
თბილისის N104 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში ღონისძიება თემაზე: „საქართველოს კუთხეები“ გაიმართა.
ღონისძიებაში სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„თითოეულმა კლასმა გადაინაწილა და წარმოაჩინა საქართველოს ერთი კუთხე. ღონისძიებამ დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობაზე. ისინი გაეცნენ
საინტერესო და ახალ ინფორმაციებს საკუთარი ქვეყნის კუთხეების შესახებ, წარმოაჩინეს თითოეული კუთხის ტრადიციები, წეს-ჩვეულებანი, კულტურა, ღირშესანიშნავი ადგილები - ნაცნობი თუ უცნობი, სამზარეულო და ფოლკლორი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, ღონისძიებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა საჯაროდ, აუდიტორიის წინაშე
გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევებისა და ლექსის ინტონაციით წაკითხვის
უნარს.