მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებლები კრედიტქულების დაგროვების ნაცვლად, გამოცდას ჩააბარებენ.
აღნიშნული გამოცდის ჩაბარება მასწავლებლებს სექტემბრიდან მოუწევთ. იმ პედაგოგებს კი რომლებსაც კრედიტქულების ნაწილი უკვე დაგროვებული აქვთ, პროცესის დასრულება ივნისამდე შეეძლებათ.
„იმ მასწავლებლებს, რომლებსაც დაგროვებული აქვთ დავუშვათ 17 კრედიტი, დასაწინაურებლად დარჩენილი აქვს 2 კრედიტი და მას ეს კრედიტები გავუუქმოთ, არასამართლიანი იქნება. ასეთ მასწავლებელს კანონი ივნისამდე აძლევს დროს, რომ დააგროვოს დარჩენილი 2 კრედიტი, დაასრულოს ეს პროცესი და გადავიდეს სხვა სტატუსზე. ვინც ამას ვერ გააკეთებს ან არ გააკეთებს სექტემბერში შეუძლია, გავიდეს გამოცდაზე და ისე დაწინაურდეს სქემაში“, - აცხადებს ბერიკა შუკაკიძე და აღნიშნავს, რომ ცვლილების შემდგომ მასწავლებლებს შეეძლებათ სასურველი სტატუსის შესაბამისად გავიდნენ გამოცდაზე.
ანუ შეიძლება პრაქტიკოსი იყოს მასწავლებელი და უნდოდეს მენტორი გახდეს, ამისთვის მათ უბრალოდ მენტორის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მასწავლებელს ყველა საფეხურის გავლა აღარ დასჭირდებათ. აღნიშნული გამოცდა კი იქნება უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული. მაგალითად საბუნებისმეტყველო მეცნიერების გამოცდა შესაძლებელია ჩავატაროთ ლაბორატორიაში და ეს არის იყოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩასაბარებელი გამოცდა. ჩვენ გვინდა გამოცდების სისტემაში უნივერსიტეტების ჩართულობაც, რათა არ იყოს ეს ფორმალური გამოცდა და ჩვენ საშუალება გვქონდეს შევაფასოთ მასწავლებლის ხარისხი და მისი შეფასება მოხდეს პრაქტიკაში“,-განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.
ასევე იხილეთ: მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება
„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი
მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“