ლასურიაშის სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებული პროექტი სამი დღე გაგრძელდა
15-02-2017

დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ლასურიაშის სკოლაში სამდღიანი პროექტი, ''ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო'', ჩატარდა. 

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ქვეყნის ინტერესების და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

მასში მონაწილეობას იღებდნენ VII-XII კლასის მოსწავლეები. 

პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა ვიქტორინა - ''დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს''.

ასევე, სოფელ დეხვირში დავითის სახელობის ტაძარში, ჩატარდა წირვა-ლოცვა, რომელსაც დაესწრნენ სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

მოსწავლეებმა შეასრულეს ისტორიული-მუსიკალური კომპოზიცია: ''ფარნავაზიდან დავითამდე''.

მათ გაიხსენეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი, ''ფარნავაზიდან დავითამდე'', წარმოაჩინეს თითოეული მეფის მოღვაწეობა და შეაფასეს მათი როლი საქართველოს ისტორიაში. აღნიშნულმა ხელი შეუწყო მათში პატრიოტიზმის გაღრმავებას და  შემოქმედებითი კვლევის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203