„დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლის და პედაგოგების პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმი შეიქმნება“
20-01-2019

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით,  დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან წასვლის და ასევე პედაგოგების პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.

მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე. 

ამის შესახებ ბერიკა შუკაკიძემ განათლების სისტემაშ​ი მიმდინარე რეფორმების ფარგლებში სკოლამდელ და ზოგად განათლებაში ჩატარებული სამუშაოებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ეხება არა მხოლოდ ხელფასებს. როგორც კი ამ პოლიტიკას შევიმუშავებთ, ეს იქნება აპრილი-მაისის პერიოდში, მეტ დეტალს მაშინ გეტყვით. მიდის მუშაობა მათ შორის, სასწავლო საათების განაწილების წესზე, ასევე სტატუსით მაღლა მდგომი მასწავლებლების დატვირთვასთან დაკავშირებით. ეს დამოკიდებული იქნება ზუსტად ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ გეგმაზე მასწავლებლის ხელფასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ დაბალკვალიფიციური მასწავლებლების სკოლიდან გასვლის და პენსიაზე გაშვების სპეციალური მექანიზმის შექმნაზე. ესეც დამოკიდებული იქნება ფინანსური პოლიტიკის შემუშავებაზე. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევაზე დაფუძნებულ რეკომენდაციას განათლების მინისტრს მივცემთ“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

წყარო: 1tv

ასევე იხილეთ: თუ მასწავლებლის პროფესიიდან გასვლის მექანიზმები არ გვექნება, რეალურად რეფორმა ვერ განხორციელდება - რეზო აფხაზავა დაგეგმილ სიახლეებს აფასებს

მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

„პედაგოგის ხელფასი 1 500 ლარიდან დაიწყება“- მიხეილ ბატიაშვილი

ბერიკა შუკაკიძე: „ტრენინგის წარმატებით დაძლევა საკმარისი იქნება, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს“

მიხეილ ბატიაშვილი: „აუცილებელია მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203