ასპინძის სკოლაში ''მარჯვე ხელებიანი'' გოგონები ერთმანეთს შეეჯიბრნენ 
15-02-2017
ასპინძის სკოლაში გოგონების შეჯიბრება, ''მარჯვე ხელები'', ჩატარდა.
   
გასართობ-შემეცნებითი კონკურსი V კლასში ჩატარდა. 

გოგონებმა სხვადასხვა ნომინაციებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა ბარათებით სიტყვების აწყობა, ღილის დაკერება, ვარცხნილობის გაკეთება, ფერადი ფურცლებით ყვავილების აწყობა და სხვა.

გამოვლინდნენ გამარჯვებული ჯგუფები.    

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, ღონისძიება იყო მეტად სახალისო. გოგონებმა ამ ფორმით კლასის ვაჟებს მიულოცეს 8 თებერვალი-დავითობა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203