კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
21-01-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე პედაგოგებმა გასული სემესტრი შეაჯამეს, ისაუბრეს თავიანთ მიღწევებზე, შედეგებსა და დასახულ მიზნებზე, შეაფასეს მოსწავლეები და ახალი სემესტრი დაგეგმეს.
შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.
პედაგოგიური საბჭო სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა, რომელშიც ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციებია: ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება და დამტკიცება (სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით), სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვენელოების შერჩევა, სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლების მივლენა და ა.შ იხილეთ ფოტოები