თბილისის N133 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სპექტაკლი - „ჯადოსნური ღამე“ დადგეს
21-01-2019
თბილისის N133 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია შვიდბიჭაშვილის ხელმძღვანელობით, ახალი წლის დღეებში სპექტაკლი - „ჯადოსნური ღამე“ დადგეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული და ყველა მათგამა მთავარი როლი მოირგო.

„პედაგოგმა ნათია შვიდბიჭაშვილმა თავის საყვარელ მოსწავლეებთან ერთად მშვენიერი სპექტაკლი შემოგვთავაზა. ღონისძიებაში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, ყველა მთავარ როლში. უამრავი ზღაპრის გმირი ვიხილეთ. ყველაზე მთავარი რაც ბავშვებმა  ამ სპექტაკლით გვითხრეს არის ის რომ მუდამ უნდა გვჯეროდეს ლამაზი ოცნების და სურვილების, სუფთა გულით ნანატრი ოცნებები სრულდება, განსაკუთრებით ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203