ზედა ბზვანის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „აისის“ წევრებმა სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე მათ გარემოს დაცვაზე, კერძოდ კი, გამონაბოლქვის უარყოფით გავლენაზე ისაუბრეს.
შეხვედრის სლოგანი „ერთი დღე ავტომობილის გარეშე“ იყო.
„XXI საუკუნეში შეუძლებელია წარმოიდგინოთ თავი ავტომობილის გარეშე. ის გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არავინ უფიქრდება რა საფრთხეს წარმოადგენს გაუმართავი ავტომობილი და უხარისხო საწვავი გარემოსათვის, გამონაბოლქვი (CO ) და ტყვია დაშვებულ ნორმაზე მეტია. მხუთავი აირი გროვდება ატმოსფეროში, რასაც ვსუნთქავთ და ვიღებთ საკვები პროდუქტების დაბინძურებით. წარმოიდგინეთ, ერთი დღე ავტომობილის გარეშე. გვექნება გადაადგილების შეზღუდვა, მაგრამ სუფთა ჰაერი და ჯანსაღი საკვები“ - აღნიშნეს კლუბის წევრებმა.
იხილეთ ფოტო