შოთა რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი ცაგერის სკოლაში ექსკურსიით დასრულდება
15-02-2017

ცაგერის სკოლაში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღნიშნეს.

სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და სკოლის დირექციის ხელმძღვანელობით განახორციელეს პროექტი სახელწოდებით ''ქართველში გამოხედვაა იმ ვინმე ერთი მესხისა''. ღონისძიებაში IX-X-XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ განიხილეს სპექტაკლი შოთას ''ვეფხისტყაოსანი", რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა ნოემბრის თვეში წარმოადგინა.

ნოემბრის თვეში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N467 ბრძანების შესაბამისად, სკოლაში ესეებისა და ილუსტრაციების კონკურსი ჩატარდა - ''შოთა და თანამედროვეობა''.

ორი გამარჯვებული მოსწავლის, ანანო მუშკუდიანის - ''სისხლი აღარ უნდა ნახონ ჩვენმა თვალებმა" და მარიამ კაჭკაჭაშვილის - ''ლოცვა მთებს ძრავს" ნამუშევრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიგზავნა. ასევე გაიგზავნა სოსო გუგავას, იური საღინაძისა და თორნიკე კოპალიანის ილუსტრაციები.

24 იანვარს სკოლაში მორიგი ღონისძიება გაიმართა. სამეცნიერო-თეორიულ კონფერეციაში - ''ვეფხის პოემა, აი, მართლაც აკადემია", 19 მოსწავლე მონაწილეობდა.

20 თებერვალს სკოლაში ,,სიბრძნისმეტყველებისა" და მხატრული კითხვის კონკურსები ჩატარდება.

პროექტი სასწავლო ექსკურსიით დასრულდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203