იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელის ნინო დათაშვილის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეხუთეკლასებელი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობით წარსდგნენ.
„ღონისძიებაში მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. იყო ბევრი სიმღერა, ცეკვა და ლექსი. ნინო მასწავლებელმა ბევრი სახალისო კონკურსით გაახალისა მოსწავლეები და დამსწრე საზოგადოება. პედაგოგს წლევანდელი კურსდამთავრებულებიც ეწვივნენ, რამაც თავისი ხიბლი შესძინა ღონისძიებას და დიდი მადლობა მათ ამისთვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები სრულად