ზამთრის არდადეგები დამთავრდა, ბავშვები ისევ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს დაუბრუნდნენ. ვირუსების გავრცელების პერიოდში მშობლები ღელავენ: როგორ დაიცვან ბავშვი გაციებისა და გრიპისგან.
გთავაზობთ 9 ხერხს, რომელიც ბავშვის ვირუსებისგან დაცვაში დაგეხმარებათ.
დილით - მუსიკა და ცეკვადილით, სისხლი სქელდება, სისხლძარღვებში უფრო ნელა მოძრაობს და მიკრობების აქტივიზაციისთვის სამოთხეს წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რასაც ჰქვია, სისხლი ავამოძრაოთ. ამისთვის კი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები საუკეთესოა.
თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, უბრალოდ მუსიკა ჩართეთ და რამდენიმე წუთი იცეკვეთ.
საუზმის შემდეგ ბავშვს მოუმზადეთ მწვანე ჩაი კოჭით (1/2 ჩ. კ. ერთ ჭიქა ჩაიზე). კოჭას შემადგენლობაში В, С ჯგუფის ვიტამინები და რეტინოლი შედის, რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს. ჩაი შეგიძლიათ ბავშვს თერმოსში ჩავუსხათ, რომ გზაში დალიოს.
შუადღისას - იოგურტი
ბავშვის სადილის ყუთში იოგურტი ჩადეთ. ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიები კუჭნაწლავის მიკროფლორას ააქტიურებს. იმუნიტეტი ნაწლავებში ცხოვრობს. ნაწლავის ბაქტერიები ჯანმრთელობას იცავს და ვირუსებისა და ბაქტერიების შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
ყოველ საათში სასურველია ცხვირის დატენიანება
თბილი ჰაერი და დახურული ოთახი ყველაზე სასურველი გარემოა მიკრობებისთვის. ამასთან ცხვირის ღრუს ლორწოვანა შრება, რაც ნიშნავს, რომ როგორც მიკრობებისგან დამცავი ცუდად ფუნქციონირებს.
შენობას ვანიავებთ, ცხვირს კი ვიტენიანებთ: შესაძლებელია გამოვიყენოთ აფთიაქის ხსნარები ან 100 მლ თბილ წყალში ¼ ჩაი კოვზი მარილი და 4 წვეთი ევკალიპტის ზეთი გავხსნათ, ეს ყველაფერი პიპეტიან სუფთა ბოთლში ჩავასხათ და იმისთვის რომ მოსწავლეს ცხვირში ჩაწვეთება არ დაავიწყდეს, ტელეფონზე „შეხსენება“ დაუყენეთ.
ცხვირში ოქსიოლინის მალამოს ვისვამთ
სახლიდან გასვლის წინ, განსაკუთრებით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობთ, ბავშვს ცხვირის ნესტოებში შიგნიდან ოქსიოლინის მალამო (იგი მიკრობებს მოაგროვებს და ორგანიზმში არ და დაიტანს) წაუსვით, მაგრამ მოსწავლე გააფრთხილეთ, სკოლაში მისვლისთანავე ცხვირი სველი სალფეთკით გამოიწმინდოს ან უკეთესია მალამო გამოიბანოს.
საღამოს სუფთა ჰაერზე სირბილი
სუფთა ჰაერზე სირბილი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის და აუმჯობესებს სასუნთქი ორგანოების მუშაობას.
5 მანდარინი დღეში
ვირუსები მჟავე გარემოში იღუპებიან, ციტრუსების მჟავები კი შესანიშნავად „გაასუფთავებენ“ ორგანიზმს მიკრობების შემოტევისგან.
ასკორბინის მჟავა, რომელიც უხვად არის მანდარინში, ფორთოხალსა და ლიმონში ასტიმულირებს ინტერფერონის გამომუშავებას - რომელიც იმუნიტეტს აძლიერებს.
ძილი ყველაფრის თავია
იმუნიტეტი პირდაპირ არის დამოკიდებული ჯანსაღ ძილზე, გამოუძინებლობა კი ორგანიზმის დამცავ ძალებს ასუსტებს. სრულფასოვანი ძილის დროს - 9-10 საათის მანძილზე - ჰორმონი მელატონინი გამომუშავდება, რომელიც მოქმედებს, როგორც იმუნოსტიმულატორი.