კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს
22-01-2019
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ V კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამარ გიგაურის ხელმძღვანელობით, სპექტაკლი - „იავნანამ რა ჰქმნა?!“ დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეხუთეკლასელებმა როლები ოსტატურად მოირგეს.
„ბავშვებმა არაჩვეულებრივად მოირგეს როლები და შესანიშნავად მოახერხეს იაკობ გოგებაშვილის სათქმელის მაყურებლამდე მიტანა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები