ხოფურის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ მეორე ტურში მონაწილეობდნენ
22-01-2019
ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონმა“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში ახალი წლის პირველი ჩემპიონატი ჩაატარა და „ლენტეხის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა.
ღონისძიებას ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
ხოფურის საჯარო სკოლიდან ლენტეხის სარაიონო ეტალონის ჩემპიონატზე ორი მოსწავლე მონაწილეობდა,მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი მეშველიანი და მე-8 კლასის მოსწავლე ბარბარე მეშველიანი.
პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა და გიორგი მეშველიანი ლენტეხის საუკეთესო ეტალონის ათეულში შევიდა 67 ქულით.
ხოფურის საჯარო სკოლა დიდი მადლობას უხდის „ეტალონს“ და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.