კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პირველკლასელებმა სპექტაკლი დადგეს
22-01-2019
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსის“ Iგ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნათია აბშილავას ხელმძღვანელობით, მინი-სპექტაკლი დადგეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველკლასელებმა ზღაპრის გმირების როლები ოსტატურად შეასრულეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე საახალწლო ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
„ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს წითელქუდას, მგლის და გოჭების როლები. პირველკლასელებმა მაყურებელს საახალწლო ლექსებით და სიმღერებით სადღესასწაულო განწყობაც შეუქმნეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები