კერძო სკოლა „მერმისის“ მეორეკლასელებმა „თოჯინების მათემატიკური თეატრი“ გამართეს
22-01-2019
თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თამუნა გოგიშვილის ხელმძღვანელობით, პირველკლასელებს საინტერესო და ორიგინალური ღონისძიება - „თოჯინების მათემატიკური თეატრი“ წარუდგინეს. თოჯინური სპექტაკლი მათემატიკური კლუბის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, თოჯინური სპექტაკლის პერსონაჟები ბავშვებმა თავად შექმნეს.
„მისი პერსონაჟები თავად ბავშვებმა შექმნეს და მხიარულად გაათამაშეს სპეციალურ პატარა სცენაზე სტუმრების წინაშე, რომლებიც აღფრთოვანებით შესცქეროდნენ უფროს „მერმისელებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ვიდეო