რეაბილიტირებული ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნა
22-01-2019
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის N7 საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ მახათაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა სკოლის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია დაათვალიერეს. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, საზეიმო ღონისძიება საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203