„წარმატება გადამდებია“ - Izrune.ge-ს ლიდერი სკოლების დირექტორები გამოცდილებას გვიზიარებენ
სიახლე არავისთვისაა, რომ ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალ Izrune.ge-ს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლების სახით ძალიან დიდი და წარმატებული ოჯახი ჰყავს. მათ რიგებს სულ უფრო მეტი წევრი სიამაყით უერთდება, იმატებს ჯანსაღი კონკურენცია და ბრძოლა ყველაზე მზრუნველი სკოლისა თუ მშობლის სტატუსის მოსაპოვებლად.სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლების რეიტინგი, რომელთა შორის მოწინავე სკოლის მენეჯერებიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ:
ელენე ფუტკარაძე, თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი:„მახარებს
Izrune.ge-სთან თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები. ინოვაციურ საგანმანათლებლო პორტალში ჩვენი სკოლის მოსწავლეთა 50% უკვე ჩართულია, მაგრამ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით, რადგან მთავარია ხარისხი და ჩვენც უფრო მაღალ აქტივობასა და შედეგებს ველით.
Izrune.ge უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლითაც შვილების სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვა და მოსწავლეთა მოტივირება შეგვიძლია. ყოველთვის ვამბობ, რომ წარმატება გადამდებია და დიახაც, ბავშვები ერთმანეთს შემეცნებასა და წინსვლაში უნდა ეჯიბრებოდნენ. დირექტორის, როგორც ლიდერის, ვალი სწორედ მოსწავლეების განვითარების მუდმივი ხელშეწყობაა, ამ შედეგზე კი მასწავლებლების თავდაუზოგავი შრომისა და კლასის ხელმძღვანელთა აქტიური ჩართულობით გავდივართ. მადლობას ვუხდი ჩემს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და
Izrune.ge-ს მთელ შემოქმედებით გუნდს, ბატონი გოჩას ხელმძღვანელობით. ვისურვებ, რომ საგანმანათლებლო ინოვაციებმა მთელი საქართველო მოიცვას და „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნებით თითოეულ ოჯახში დაიდოს ბინა.“
ნინო გახარია, თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი:
„
Izrune.ge მოსწავლეთა და მშობელთა დაახლოვებისა და მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამაში გოჩა ტყეშელაშვილის სკოლაში სტუმრობისა და პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ ჩვენი მშობლები ცხადად დარწმუნდნენ, მოსწავლეები კი
Izrune.ge-ს ტესტების მრავალფეროვნებითა და მამოტივირებელი მიდგომებით აღტაცებულები დარჩნენ და საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინეს. დირექციას პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს კლასის დამრიგებლებთან და მშობლებთან. სწორედ ერთობლივი მუშაობით გავედით ამგვარ შედეგებზე, სამომავლოდ კი, გვჯერა, რომ მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები საგრძნობლად გაიზრდება, რადგან დიდია დაინტერესება.
Izrune.ge ჩვენს ახალგაზრდობას მრავალმხრივი განვითარებისა და წარმატებისთვის ძალიან სჭირდება.“
თენგიზ გულორდავა, თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი: „
Izrune.ge სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვის კუთხით საგანმანათლებლო სივრცისთვის უძლიერესი მექანიზმია, არადა, ეს თემა ჩვენს სკოლებში აქილევსის ქუსლი იყო. დირექტორის, როგორც ლიდერის, პროფესიონალური მიდგომები, ძლიერ თანამოაზრე პედაგოგთა ერთობლივი მუშაობა და მშობლების აქტიური ჩართულობა აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს.
Izrune.ge-სთან ერთად არათუ დედები, ბევრი მამა ჩავრთეთ შვილის სასკოლო ცხოვრებაში და სამომავლოდ უფრო მაღალ შედეგებს ველით, რადგან განათლება ყველა მშობლისთვის პრიორიტეტია და
Izrune.ge-ზე ოჯახს ბავშვის განვითარების დონისა და მისწრაფებებისთვის თვალის დევნება სისტემურად შეუძლია. ამაყი ვარ ჩემო სკოლის მოსწავლეებით, მშობლებითა და პედაგოგებით და მჯერა, რომ სულ მალე
Izrune.ge-ს ყველა სიკეთეს უკლებლივ ყველა მოსწავლე გაიზიარებს.“
მაია ოსიყმიშვილი, თბილისის N145 საჯარო სკოლის დირექტორი:
„
Izrune.ge ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებისა და მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბების საუკეთესო მექანიზმია. საგანმანათლებლო სიახლეებისთვის ფეხის აწყობის საჭიროება კარგად ესმით ჩვენს პედაგოგებსა და მშობლებს, ასე რომ ერთობლივი მუშაობითა და
Izrune.ge-ს შემეცნებითი, სახალისო და მამოტივირებელი მიდგომებით დაინტერესებული მოსწავლეების აქტივობით მოწინავე ადგილზე გავედით. ბავშვები მშობლებთან მეტად გახსნილები გახდნენ და მათი სწავლისადმი დაინტერესებაც გაიზარდა. სწორედ ამ მიზნების გასახორციელებლად ჩავერთეთ პროექტში და სამომავლოდ, უკეთესი შედეგების საჩვენებლად ძალას არ დავიშურებთ.“
Izrune.ge დიდი სიამაყითა და მზრუნველობით გთავაზობთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემური ჩართულობით გამორჩეული, თბილისის ლიდერი სკოლების რეიტინგს:Izrune.ge მადლობას უხდის სკოლებსა და მშობლებს გაწეული მზრუნველობისთვის და თანამოაზრეების შემოკრებას კვლავაც აგრძელებს.