„მშობლები განათლებისთვის“ - თბილისის N94 საჯარო სკოლაში მშობლების ინიციატივით ჯგუფი შეიქმნა
22-01-2019
თბილისის N94 საჯარო სკოლის პირველი კლასის (ხელმძღვანელი: მადონა ლაშხია) მშობლების ინიციატივით სკოლასთან ეფექტიანი თანმშრომლობის მიზნით შექმნა ჯგუფი „მშობლები განათლებისთვის“.

ჯგუფის წევრებმა სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე ჩაატარეს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ჯგუფის სამოქმედო გეგმისა და „კომუნიკაცია სკოლასა და მშობელს შორის“ თემის მიმოხილვა. 

შეხვედრის მონაწილეებმა და სკოლის დირექტორმა, ნინო გახარიამ ისაუბრეს ამ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე. პირველ ნაბიჯად გამოიკვეთა მშობელთა პედაგოგიზაციის საჭიროება, ამიტომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მშობლებისთვის (საფეხურების მიხედვით) ტრენინგ-შეხვედრების ჩატარების შესახებ. 

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, სკოლის ადმინისტრაცია იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს ამ შეხვედრის ორგანიზება. მომდევნო ნაბიჯებსა და გეგმებზე შეხვედრები ეტაპობრივად განხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ facebook ჯგუფს - „მშობლები განათლებისთვის"- 94-ე საჯარო სკოლა 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203