ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალექსანდრე საჯაიას სახელობის ოდიშის №1 საჯარო სკოლაში 27 და 28 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში როგორც დაწყებითი ისე საბაზო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სადღესასწაულო სანახაობა წარმოადგინეს.
ღონისძიება VI კლასის მოსწვლეებმა დახურეს. მათ დამსწრე საზოგადოებას ზღაპარი - „კონკია“ წარუდგინეს. სპექტაკლმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. VI კლასის ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა გურანდა ნარმანიამ გაუწია.
იხილეთ ფოტოები