ალერტკარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ინგლისურ ენაზე გაიმართა
23-01-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში საახალწლო სანახაობების ფარგლებში ინგლისურ ენაზე ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ინგლისური ენის I-VI კლასების მასწავლებელმა მაკა ბებიამ მოამზადა.
მუსიკალურად კი მუსიკის მასწავლებელმა თინათინ ლაგვილავამ გააფორმა.
ღონისძიებაში I-VI კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებმა მოსწავლეებს ხელი შეუწყვეს წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები.
„ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, ბულინგის შესახებ ინსცენირება წარმოადგინეს, იყო სანტაკლაუსების ფლეშმობი. პარალელურად წამყვანები თარგმნიდნენ ტექსტებს ქართულ ენაზე“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ. სკოლის დირექტორმა ნუკრი ბერიშვილმა დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა, მაკა ბებიას, თინათინ ლაგვილავას და მონაწილე მოსწავლეებს კი საინტერესო ღონისძიების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადა. იხილეთ ფოტოები