ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ კაპანაძე პროექტში - „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ მონაწილეობდა
23-01-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ კაპანაძე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პროექტში - „ვისწავლოთ ჩვენი უფლებები როლური თამაშებით“ მონაწილეობდა. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მარიამმა წარმატებით გაიარა სატრენინგო კურსები და სერთიფიკატი მოიპოვა.
სკოლაში დაბრუნებულმა მარიამმა მიღებული ცოდნა და პრაქტიკა თანატოლებს გაუზიარა. „მოსწავლეებმა დიდი ჩართულობითა და მოტივაციით გაიზიარეს მარიამის ცოდნა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.