მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ტრენინგი - „მშვიდობის გზის მოდულის სწავლება“ გაიარეს
23-01-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა - ლიანა ცხადაძემ და მარეხი ცხადაძემ არასამთავრობო ორგანიზაცია World vision-ის ტრენინგი - „მშვიდობის გზის მოდულის სწავლება“ გაიარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ტრენინგი მიზნად ისახავდა პედაგოგების გაძლიერებას სადამრიგებლო საათის ეფექტურად წარმართვისათვის.

„ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით პედაგოგებმა კოლეგებთან შეხვედრა ჩაატარეს. რესურსს, რომელიც World vision-მა წიგნის სახით გადმოსცა, სკოლის თითოეული დამრიგებელი სადამრიგებლო კლასში გამოიყენებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203