თბილისის N106 საჯარო სკოლაში მათემატიკის „მარტივი, ხალისიანი“ გაკვეთილი ჩატარდა
23-01-2019
თბილისის N106 საჯარო სკოლაში აქტივობა „მარტივი, ხალისიანი მათემატიკა“ განხორციელდა.
აქტივობას Iდ კლასის მათემატიკის მასწავლებელი და კლასის დამრიგებელი სოფიკო მეხაშიშვილი ხელმძღვანელობდა.
„მათემატიკა ის საგანია, რომელიც მოითხოვს საკითხების ხშირ გამეორებას. ეს საგანი პრობლემების გადალახვის და სხვადასხვა სირთულის დაძლევის მცდელობაა. ამიტომ, გაგიზიარებთ პრაქტიკას, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ რთული საგანი - „მათემატიკა“ საინტერესო და სახალისო პირველკლასებისათვის. ეს საშუალებას მოგვცემს გავუჩინოთ მეტი მოტივაცია მოსწავლეს, ამისთვის კი გამოვიყენოთ მარტივად შესაქმნელი რესურსი და პროცესი გავხადოთ ხალისიანი“ - აღნიშნა პედაგოგმა.
აქტივობისთვის საჭირო რესურსი: ერთჯერადი ჭიქები და მარკერი
რეკომენდაცია: ზედა კლასებში მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ტაბულის შესასწავლად, ორნიშნა რიცხვის ერთნიშნა რიცხვის შეკრება-გამოკლებისათვის, ასევე უცხოური ენების (ინგლისური, რუსული და ა.შ) მასწავლებლებმა ახალი ლექსიკური ერთეულების შესასწავლად/შესამოწმებლად და ა.შ.