''სიყვარული გულში'' - ვარდისუბნის სკოლამ მორიგი საერთაშორისო პროექტი განახორციელა
15-02-2017

ვარდისუბნის სკოლა ჩართულია ევროპულ სკოლათა გაერთიანება eTwinning-პორტალში.

სკოლა აქტიურად ახორციელებს უცხოელ პარტნიორ სკოლებთან ერთად სხვადასხვა პროექტს. ერთერთი ასეთი პროექტია Hearts & Valentines, რომელიც განახორციელეს სახელწოდებით ''სიყვარული გულში''.

პროექტი განახორციელეს ვარდისუბნის სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენა და ლიტერატურის პედაგოგმა ელიზა კვინიკაძემ და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ.

პროექტი მოიცავდა სამუშაო პერიოდს, კერძოდ მოსწავლეებმა დაამზადეს  კედლის გაზეთი და ბარათები, რომელიც სიყვარულს გამოხატავდა. მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომლებიც უკვე აღარ მუშაობენ სკოლაში, გადასცეს მცირედი საჩუქარები და თავიანთი ხელით დამზადებული სიყვარულის ბარათები.

როგორც მასწავლებელი ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, მოსწავლეებმა აქციის მსვლელობისას დიდი სიყვარული და გულში ჩახუტება გამოხატეს თავიანთი საყვარელი პედაგოგებისადმი და თემის მიმართ: 

"გარდა ამისა, მოხდა ძალიან სასიამოვნო ფაქტი. შემოგვეხმიანენ და ამ პროექტში ჩაერთნენ სკოლის წარჩინებული კურსდამთვარებული მოსწავლეები: ეთუნა თაბუნიძე და ნინო კაპანაძე. მათ საოცარი შინაარსის და სიყვარულის გამომხატველი წერილი გამოუგზავნეს თავიანთ პედაგოგებს. ეს იყო მოსწავლეებისათვის ძალიან დაუვიწყარი, საოცარი დღე, დიდი სიყვარულის სითბოს და ჩახუტების დღე. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას ,,ჩახუტება,  მადლერება“ და  ,,სიყვარული გულში“ და ბოლოს გავიმეორებ, როგორც პარტიარქმა აღნიშნა, თუ ადამიანის გულში არ არის ღვარძლი, შურისძიება და არის სიყვარული, იქ აუცილებლად იქნება ქრისტე!"



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203