ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ ანა ხელაშვილმა კონკურში-„ახალგაზრდა ხელოვანი“ გაიმარჯვა
24-01-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ანა ხელაშვილმა დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრების კონკურსში - „ახალგაზრდა ხელოვანი“ გაიმარჯვა. 

კონკურსი ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის, წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე წიგნისა და კალენდრის შესაქმნის მიზნით ჩატარდა.

„ახალგაზრდა ხელოვანი“ დაბა ბაკურიანში, „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ანა ხელაშვილის შექმნილი ნახატი კონკურსის შედეგად დამზადებულ კალენდარში აპრილის თვეს დაამშვენებს.

სკოლა აღსაზრდელს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საამაყო მოსწავლეს შემოქმედებით გზაზე“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203