ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება
24-01-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთხელშეკრულების ფარგლებში, გორსა და ზუგდიდში ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის იგეგმება ტრენინგი „დიალოგის, დებატებისა და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები“.

ტრენინგი არის რიგით მესამე კომპონენტი პროგრამისა „ინგლისური ენა თემისთვის“.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრენინგზე მასწავლებლები პრაქტიკული დავალებების მეშვეობით ნახავენ, როგორ არის შესაძლებელი ბავშვებს გამოუმუშაონ დებატების, დიალოგის და მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, ეს კი ახალგაზრდებს დაეხმარება ნებისმიერი სირთულის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და მომავალ კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგი მოიცავს 24 საკონტაქტო საათს.

ტრენინგზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მოიცავს 30 ბენეფიციარს. ტრენინგზე გამოძახებლი იქნება რეგისტრირებული პირველი 30 პედაგოგი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203