ხცისის სკოლას წიგნები საჩუქრად ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა პირადად გადასცა
15-02-2017

ხცისის სკოლის ახალგახსნილ ბიბლიოთეკას პროექტ ''ეკვილიბრიუმის'' ფარგლებში წიგნები გადასცეს.

''ეკვილიბრიუმი'' ეროვნული ბიბლიოთეკისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრის საგანმანათლებლო-კულტურული პროექტია, რომლის მიზანიც სოფლის ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგება და სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების გადაცემაა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტრმა გიორგი კეკელიძემ, სკოლა პირადად დაასაჩუქრა წიგნებით. სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების თქმით, შეხვედრამ გულთბილად და საინტერესოდ ჩაიარა.

პროექტის ფარგლებში ხცისის სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, სადაც თეატრის მუზეუმი დაათვალიერეს და დაესწრნენ ლევან წულაძის სპექტაკლს "როგორც გენებოთ".

როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღის შთაბეჭდილებები მათთვის დაუვიწყარი იქნება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203