სკოლებში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მაღალი რისკის შემცველი საგნების აღმოჩენის ფაქტები შემცირდა.
ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის წარდგენაზე განაცხადა
„2018 წლის ბოლოსთვის შემცირდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მაღალი რისკის შემცველი საგნების აღმოჩენის ფაქტები. ოქტომბერში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის 663 ფაქტი იყო, ნოემბერში - 483, ხოლო დეკემბერში 424. რაც შეეხება მაღალი რისკის შემცველ საგნებს, ოქტომბერში 32 ფაქტი დაფიქსირდა, ნოემბერში - 17, დეკემბერში -12“,-განაცხადა გელაძემ და აღნიშნა, რომ ეს მანდატურის სამსახურის მიერ ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგი.
განათლების რეფორმის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძესა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროს გელა გელაძესთან ერთად საზოგადოებას „უსაფრთხო სკოლის“ პროექტი წარუდგინა.
ასევე იხილეთ: რა ცვლილებები შედის მანდატურის სამსახურის ფუნქციებში - განათლების სამინისტრო „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის შესახებ