„ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიონალიზმს საშუალოდ აფასებს.
დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის კითხვაზე: „ზოგადად როგორ შეაფასებდით საქართველოში საჯარო სკოლის მასწავლებლის პროფესიონალიზმს“? - გამოკითხული მოსახლეობის 43% თვლის, რომ საშუალო დონეზეა, 42% - კარგად, 7% კი ცუდად აფასებს, ხოლო 7% უარს აცხადებს პასუხის გაცემაზე.
რაც შეეხება თბილისს, გამოკითხული მოსახლეობის 28% მიიჩნევს, რომ მასწავლებლების პროფესიონალიზმი კარგია, 51%-ის აზრით საშუალო, 14% თვლის, რომ ცუდია, ხოლო 8%-მა პასუხზე უარი თქვა.
კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) გამოიკითხა 2 205 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.
ასევე იხილეთ: განათლება ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხული მოსახლეობის 12%-ს მიაჩნია - NDI-ის კვლევა