''დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მოსწავლე გაკვეთილზე აღარ შედის'' - რა ხდება თელავის N4 სკოლაში
16-02-2017
თელავის N4 სკოლში მასწავლებელს მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მოსწავლე გაკვეთილზე აღარ შედის.

Etaloni.ge თელავის რესურსცენტრის უფროსს ლევან მრელაშვილს დაუკავშირდა.

მისი თქმით, კონფლიქტის შესახებ ცნობილია, თუმცა აქამდე არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ ადასტურებნდნენ აღნიშნულ ფაქტს:

''ბულინგის შემთხვევას ჩვენს სკოლებში განვიხილავთ როგორც მოსწავლეთა მხრიდან მოსწავლეების ძალადობის ფაქტს და როცა მასწავლებელი ბავშვზე ფსიქოლოგიურად მოქმედებს, მაგას ბულინგი არ ჰქვია. არის ფაქტი, როდესაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტია. ამ კონფლიქტის შესახებ ცნობილია. ერთხელ ჩატარდა სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა. დღეს ჩატარდება მეორე სხდომა. გადაწყვეტილებაც შესაბამისი იქნება მიღებული. აქამდე არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები არ ადასტურებნდნენ, რომ აღნიშნული ფაქტი ხდებოდა. პირველ სხდომაზე არავინ არ დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც დღეს ვსაუბრობთ. 14 თებერვალს დირექტორმა მოითხოვა, რომ ბავშვი გაკვეთილზე შესულიყო, მაგრამ ბავშვი არ შედიოდა გაკვეთილზე. სხვა ახალი გარემოებები გამოიკვეთა.''

- როდის ჩატარდება მეორე სხდომა? 

- დღეს ჩატარდება მეორე სხდომა და გაირკვევა ყველაფერი. დღის ბოლომდე, ალბათ, გადაწყვეტილებას გამოიტანს დისციპლინური კომიტეტი.''

დისციპლინური კომიტეტის სხდომის დასრულებისთანავე Etaloni.ge უახლეს ინფრომაციას მოგაწვდით. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203