ბათუმში მე-12 კლასელებმა საპროტესტო აქცია გამართეს - მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გაუქმებას წელსვე ითხოვენ
29-01-2019

ბათუმის სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საატესტატო გამოცდების მოხსნას წელსვე ითხოვენ. 

მოსწავლეები ჯერ ევროპის მოედანზე იმყოფებოდნენ შემდეგ კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს.

„ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სისტემის ბოლო მსხვერპლი არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მე-11 კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მე-12-ც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის“, - ამბობს ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე.

საპროტესტო აქცია, 3 თებერვალს თბილისში მცხოვრებმა მე-12 კლასის მოსწავლეებმაც დააანონსეს.

შეგახსენებთ, რომ მე-11 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდები 2019 წელს მოიხსნება, მე-12 კლასში კი გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და ამ ეტაპზე არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნეს, მე-12 კლასში საატესტატო გამოცდები 2020 წელს გაუქმდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203