გურჯაანის პირველ საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საჯარო სკოლებში სასწავლო წელის დაწყებასთან დაკავშირებით ქალაქ გურჯაანის #1 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატო მამუკაშვილი დაესწრო.
მან მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო ყველა მოსწავლეს ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.