ექსკურსიები, სასკოლო კონფერენციები, ჭადრაკის ტურნირი - იელის სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული აქტივობებით გამოირჩევიან
16-02-2017

ექსკურსიები, სასკოლო კონფერენციები, ჭადრაკის ტურნირი - ეს იელის სკოლაში ჩატარებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია.

ნინო ჭიჭინაძე ''ასწავლე საქართველოსთვის'' პროგრამის ფარგლებში იელის სკოლაში ასწავლის. ღონისძიებები სწორედ მისი ორაგნიზებით ჩატარდა.

ექსკურსია მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში ერთ-ერთი შთამბეჭდავი აქტივობა იყო მოსწავლეებისთვის. აქტივობა 3 დღეს გარძელდა და მასში ყველა ბავშვი ჩაერთო. 

ნინო ჭიჭინაძის თქმით, მოსწავლეებს მუზეუმების ისტორია გააცნეს:

''ვისაუბრეთ მუზეუმებს შორის განსხვავებაზე, ვინ იყო მიხეილ ხერგიანი, რა ისტორია აქვს მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და იელიდან წაღებული რომელი ექსპონანტები შეიძლება ვნახოთ იქ, დავწერეთ ჩვენი შთაბეჭდილებები.''

სკოლა ასტრიდ ლინდგრენის 100 წლის იუბილესაც გამოეხმაურა. მოსწავლეებმა შვედი მწერლის ნაწარმოებები წაიკითხეს, იმსჯელეს გმირების შესახებ და სასურველი პერსონაჟისთვის წერილები მოამზადეს.

სასკოლო კონფერენცია, იელის სკოლის კიდევ ერთი ღონისძებაა, სადაც მოსწავლეების მაქსიმალური ჩართულობა დაფიქსირდა. ნინო ჭიჭინაძემ მოსწავლეებს საკონფერენციო თემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ნინო ჭიჭინაძე: ''მოსწავლეებს გავაცანი რას გულისხმობს კონფერენცია და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საკონფერენციო თემა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო საკითხები აირჩიეს. ორი კვირის განმავლობაში იმუშავეს, მოიძიეს ლიტერატურა. ენციკლოპედიებისა და ინტერნეტის-რესურსების დახმარებით რეფერატები დაწერეს. ჩართულობა იყო მაქსიმალური.''

სკოლაში ჭადრაკის ტურნირიც მოეწყო. მოსწავლეებმა არამხოლოდ ითამაშეს, არამედ ისაუბრეს ჭადრაკის ფიგურებზე და აალაპარაკეს კიდეც. ბავშვებმა პლაკატიც მოამზადეს. პირველ ადგილზე გასული მოსწავლეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203