თბილისის N147 საჯარო სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა
01-02-2019

თბილისის 147-ე სკოლიდან მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. 

სკოლის დირექტორის, ირინა წიკლაურის თქმით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ნაღმი იყო. 

ზარის შემდეგ ადგილზე 112-ის წარმომადგენლები მივიდნენ და სკოლიდან პერსონალისა და მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყეს. ხუთი წუთის შემდეგ ზარის ავტორმა ისევ დარეკა და თქვა, რომ იხუმრა. 

ბოლო ინფორმაციით, სკოლაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობენ. 

სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლებულა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203