რა გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინურმა კომიტეტმა თელავის N4 სკოლის მასწავლებელთან დაკავშირებით
16-02-2017
თელავის N4 სკოლაში მასწავლებლის მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით, დისციპლინური კომიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, Etaloni.ge თელავის რესურსცენტრის უფროსს ლევან მრელაშვილს დაუკავშირდა.
მისი თქმით, მასწავლებელს მკაცრი საყვედური გამოეცხადა:

''შედგა დისციპლინური კომიტეტის სხდომა, გადაწყვეტილება გამოიტანეს. სკოლის შინაგანაწესის მიხედვით, მასწავლებელს მკაცრი საყვედური გამოეცხადა და სკოლის დირექციას მიეცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნული მასწავლებელი აღარ შევიდეს მე-7კლასში, ანუ აღარ ჩაატაროს ბიოლოგიის გაკვეთილი ამ კლასში. ჩატარდება სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელიც დირექტორს მისცემს რეკომენდაციას, რომ მოხდეს ხელახალი საათობრივი ბადის გაკეთება.'' 

შეგახსენებთ, რომ თელავის N4 სკოლში მასწავლებელს მოსწავლეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის მოთხოვნის მიუხედავად, მოსწავლე გაკვეთილზე აღარ შედიოდა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203