2018-2019 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები ცნობილია
01-02-2019

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგებისა და აპელაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50% და მოხვდა შესაბამისი კლასის/კლასების და საგნის რეიტინგული სიის პირველ ორმოცდაათ ოლიმპიადის მონაწილეს შორის.

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში გამსვლელი ქულები

2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურზე თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა

შედეგები

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა ოლიმპიადა 2019.doc

აპელაციის პროცესის შემდეგ მეორე ტურში გამსვლელი ქულები შესაძლებელია შეიცვალოს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიიღება 2019 წლის 4 და 5 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე (რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში).

ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს მხოლოდ წერილობითი ფორმით. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება არ აქვს შეხვდეს საპრეტენზიო კომისიის წევრს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ანდა დარჩეს უცვლელი.

ასევე იხილეთ: 2018-2019 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის ტესტური დავალებები და სწორი პასუხები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203