უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც სექტემბრისთვის მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ გასავლელი, ვადა 2019 წლის ბოლომდე მიეცემათ
03-02-2019

იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლი წლის დასაწყისისთვის, სტატუსის ასამაღლებლად მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, ამის საშუალება 2019 წლის ბოლომდე მიეცემათ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს. 1-ელ თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო. დოკუმენტში დაგეგმილი მთავარი ცვლილებები საზოგადოებას ბერიკა შუკაკიძემ 18 იანვარს წარუდგინა. 

  • ცნობილია, რომ იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას;
  • სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია;
  • პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;
  • იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის, მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე,  სქემის განახლებულ ვერსიაზე მსჯელობა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. საბოლოო ვერსიის მასშტაბურ პრეზენტაციამდე სამუშაო ჯგუფი პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს“, - ნათქვამია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც etaloni.ge-ს მასწავლებელთა სახლში განუცხადეს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესახებ კონკრეტული სიახლეები პედაგოგებისთვის თებერვალში გახდება ცნობილი, თუმცა, ზუსტად როდის, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

ასევე იხილეთ:  მასწავლებლების კრედიტქულების დაგროვების სისტემა გაუქმდება

როდემდე არის ძალაში მასწავლებელთა მოქმედი პროფესიული განვითარების სქემა - ბერიკა შუკაკიძე დეტალებზე

რა ბედი ეწევათ მასწავლებლების მიერ აქამდე დაგროვებულ კრედიტქულებს?! - ბერიკა შუკაკიძის განმარტება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203