მშობლებს შვილის აცრების სტატუსის შესამოწმებლად ახალი აპლიკაციით სარგებლობა შეუძლიათ
02-02-2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აცრების სტატუსის შესამოწმებლად ახალი აპლიკაცია ამოქმედდა.

მშობლებს შვილების აცრების სტატუსის შესამოწმებლად იმუნიზაციის (ImmunizationApp) აპლიკაციის გადმოწერა Play Market და Apple Store-დან შეუძლიათ

გთავაზობთ აპლიკაციით სარგებლობის წესებს:

1. დარეგისტრირდით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას;

2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად;

3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის მეშვეობით ხელმისაწვდომი გახდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებულნი არიან მშობლები და ბავშვისთვის ჩატარებული აქვთ ყველა აცრა;

4. იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში არ არის დარეგისტრირებული თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მიმართეთ პოლიკლინიკას და მოითხოვეთ ინფორმაციის რეგისტრაცია იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში.

მომავალი კვირიდან აპლიკაციას ახალი ფუნქცია შეემატება, რომლის მეშვეობითაც, მშობლებს აცრების ჩამონათვალის ამობეჭდვა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარდგენა თავად შეეძლებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203