უახლოესი 3 დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უნალექო, აღმოსავლეთში კი ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15/17-22 მეტრი/წამში, ჰაერის ტემპერატურა ბარში - ღამით +2°, დღისით +19° იქნება, მთაში ღამით -4°, დღისით +15°, მაღალმთიან რაიონებში კი - ღამით -11°, დღისით +9°.
აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ზოგან ნისლი და თოვლჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15/17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით -3°, დღისით +11° იქნება, მთაში ღამით -9°, დღისით +10°, მაღალმთაში ღამით -10°, დღისით +0°.
დედაქალაქში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰარის ტემპერატურა 0, +9 გრადუსი იქნება.
5 თებერვალს დასავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდი, მთაში კი ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15/20-25მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +2, +19, მთაში -3, +16, მაღალ მთაში -7 , +10 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, მთაში კი შესაძლებელია მცირე თოვლჭყაპი, მაღალმთაში კი - მცირე თოვლი და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15/17-22 მეტრი/წამში.
ჰაერის ტემპერატურა ბარში -1°, +10 °, მთაში -9°, +10°, მაღალმთიან რაიონებში -9°, +3° იქნება.
თბილისში ჰაერი ღამით +1, დღისით კი +7-გრადუსამდე გათბება.
6 თებერვალი როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +20 გრადუსი იქნება, მთაში -5, +16, მაღალ მთაში -9, +10 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -3, +13, მთაში -7, +9, მაღალ მთაში -12 ,+3 გრადუსია ნავარაუდევი.
თბილისში ღამით 0° იქნება, დღისით კი +12 გრადუსამდე დათბება.