ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში ბულინგის თემაზე დისკუსია გაიმართა.
სკოლაში თემაზე - „მშვიდობიანი, თანასწორუფლებიანი, არადისკრიმინებული გარემოს დამკვიდრება სკოლაში“ პროექტი ხორციელდება.
პროექტის პირველი ეტაპი დისკუსიით დაიწყო. დისკუსია სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლამზირა ოსეფაშვილმა წარმართა. დისკუსიას მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სამოქალაქო განათლების პედაგოგის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა იმსჯელეს ბულინგის გამომწვევ მიზეზებზე, უარყოფით შედეგებზე, პრევენციულ ღონისძიებებზე, მასწავლებლის, მშობლის როლზე, მათთვის სანდო ადამიანის ჩართულობაზე, გაარჩიეს მედიარესურსი ბულინგთან დაკავშირებით და კითხვები დასვეს. მოსწავლეებმა ასევე დაგმეს ბულინგი და დემონსტრაციულად აღიარეს, რომ წინ აღუდგებიან ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას.
„თემა საინტერესო და ყოვლად აქტუალურია. ამგვარი ტიპის საუბრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და სკოლაში, თემში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას ემსახურება. ეს არის ის მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორიცაა: თანასწორობა, სამართლიანობა, სხვისი აზრის პატივისცემა, თანამშრომლობითი, არადისკრიმინირებული, უსაფრთხო გარემოს შექმნა სკოლაში და ა. შ“,- აღნიშნავს ლამზირა ოსეფაშვილი.
იხილეთ ფოტოები