ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახელობის მეორე სკოლის მე-6 კლასში საინტერესო პრეზენტაციები ჩატარდა.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემაჯამებელი ჯგუფური პრეზენტაციები თემაზე: ''საქართველოს ეკოსისტემები''.
წინასწარ შედგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა ჯგუფმა, რომელმაც წარმოადგინა თემა: ''ტყის ეკოსისტემა''.
გამარჯვებული ჯგუფის წევრებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.
პრეზენტაციებს მასწავლებელი ნათია თავართქილაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები